იმერეთის გუბერნატორმა მოსწავლეებსა და პეგაგოგებს სწავლის დაწყება მიულოცა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ახალი სასწავლო წლის დაწყება წყალტუბოს მაღალმთიან სოფელ საჩხეურას მოსწავლეებსა და პედაგოგებს მიულოცა. მცირეკონტიგენტიან სკოლაში 5 ბავშვი სწავლობს. მესამე, მეხუთე, მეშვიდე, მერვე და მეცხრე კლასი თითო ბავშვით არის წარმოდგენილი. წინა წელს აღნიშნულ სკოლაში 2 მოსწავლე ყავდათ რეგისტრირებული.
საჩხეურას საჯარო სკოლა 1947 წელს აშენდა და არსებობის პერიოდში რეაბილიტაცია საჭიროებისამებრ ეტაპობრივად ჩაუტარდა.
დღესვე მხარის რწმუნებულმა ზესტაფონის სოფელ წევაში ახლადრეაბილიტირებული სკოლა დაათვალიერა და ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
2019 წელს იმერეთის რეგიონში 184 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები