30 მოსწავლე, ევროკავშირთან თანამშრომლობის პროექტის პირველ ფაზაში, პროგრამას „ახალი სკოლის“ ბაზაზე გაივლის

16 სექტემბერს, საქართველოს ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ესტუმრა.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ევროკომისარი იოჰანეს ჰანი და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ევროპული აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებიდან ბაკალავრიატის მოსწავლეებს შეხვდნენ.
აღსანიშნავია, რომ 30 მოსწავლე, ევროკავშირთან თანამშრომლობის მასშტაბური პროექტის პირველ ფაზაში, პროგრამას „ახალი სკოლის“ ბაზაზე გაივლიან. ამავე ტერიტორიაზე სტუმრებმა საერთო საცხოვრებელი დაათვალიერეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები