სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა განახლდა

დღეს, 16 სექტემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა 10:00 სთ-ზე განახლდა. ღონისძიება გრიგოლ ხანძთელის და ივანე ჯავახიშვილის ძეგლების ყვავილებით შემკობით დაიწყო და სააქტო დარბაზში გაგრძელდა.
პირველკურსელებს სწავლის დაწყება უნივერსიტეტის რექტორმა, მოადგილემ და სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა მიულოცეს.
2019–20 სასწავლო წელს სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში 240 პირველკურსელი ისწავლის. მათგან 15 ახალქალაქში, 225 კი ახალციხეში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები