გიორგი გახარია – ევროპული სკოლის გახსნა არის ახალი ნაბიჯი ჩვენი განათლების სისტემისთვის და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში

ევროპული სკოლის გახსნა არის ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ნაბიჯი ჩვენი განათლების სისტემისთვის და რაც მთავარია – საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ევროპული სკოლის კომპლექსის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მთა
ვრობის მეთაურმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანს პროექტის წამოწყებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
„ეს სკოლა, მისი ხასიათი, ადასტურებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების მნიშვნელობას, იმ სიღრმეს, რა დონეზეც ჩვენი თანამშრომლობა და პარტნიორობა ვითარდება. ამ სკოლის მოსწავლეები იქნებიან იმ ფასეულობების მატარებლები, რომლებმაც უნდა გააძლიეროს ეს ქვეყანა და საბოლოოდ გახადოს ევროკავშირის ორგანული ნაწილი”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრმა პროექტის განხორციელების პროცესში ჩართულობისთვის ასევე მადლობა გადაუხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს და თბილისის მერ კახა კალაძეს.
ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ევროპული სკოლის კომპლექსის მშენებლობის ადგილზე სიმბოლური კაფსულა დღეს პრემიერ-მინისტრთან ერთად ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ ჩადეს. აღნიშნულ ტერიტორიაზე ევროკავშირის სტანდარტების მქონე ევროპული სკოლა და 100 მოსწავლეზე გათვლილი საერთო საცხოვრებელი აშენდება. სკოლისთვის მიწის ნაკვეთი თბილისის მერიამ გამოყო.
ევროპულ სკოლას რეგიონში ანალოგი არ ექნება და ის ევროკავშირის ფარგლებს გარეთ პირველ პრეცედენტს წარმოადგენს. სკოლის დაფუძნება ევროკავშირისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში – “აღმოსავლეთ პარტნიორობა – 20 ძირითადი მიზანი 2020 წლისათვის” – ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს. სკოლა ექვსი პარტნიორი ქვეყნის – აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვას, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის მოსწავლეებს მულტიკულტურულ გარემოსა და ფუნდამენტურ ღირებულებებზე დაფუძნებულ ევროპული მაღალი ხარისხის განათლებას შესთავაზებს, რაც მათი დასაქმების შესაძლებლობებს გაზრდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები