გორში ახალი სასწავლო წლის დაწყება პირველკლასელებს მერმა მიულოცა

გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა მუნიციპალიტეტის მოსწავლეებსა და მასწავლებლეს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. ქალაქის მერი ახლად რეაბილიტირებულ გორის მე-5 საჯარო სკოლაში იმყოფებოდა და საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.

თავზარაშვილის განცხადებით, მიმდინარე წელს გორის მუნიციპალიტეტის 22 სკოლაში ფუნდამენტური სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა და მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პირველკლასელების უმეტეს ნაწილს სრულად განახლებულ გარემოში მოუწევთ სასწავლო წლის დაწყება.

წელს გორის მუნიციპალიტეტში 1550 პირველკლასელია. სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო სასწავლო პროცესი გორის მე-4 საჯაროს კოლასა და  სოფელქერეს სკოლაში გადაიდო.

ვულოცავ სრულიად მუნიციპალიტეტის  მოსწავლემასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას, განსაკუთრებით კი პირველკლასელებს, რომელთაც სკოლის კარი პირველად შეაღეს. განათლებული მომავალი ჩვენი გუნდის მთვარი ამოცანაა. მიმდინარე წელს გორის მუნიციპალიტეტის 22 სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა.  როგორც ვხედავთ მე-5 საჯარო სკოლა ერთერთია, რომელსაც გარეფასადი და  საფეხმავლო ბილიკები მთლიანად მოუწესრიგდა. ჩვენს მასწავლებლებსა და  მოსწავლეებს წარმატებულ სასწავლო წელს ვუსურვებ“, –  აღნიშნა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

გორის მე-5 საჯარო სკოლის დირექტორის, ზურაბ ქარელის თქმით, 35 წლის შემდეგ, სკოლამ პირველად შეძლო სრულად განახლებულ გარემოში  მოსწავლეების მიღება.

ძალიან დიდი მადლობა განათლების სამინისტროს. ჩვენს სკოლებში დაბრუნდა იაკობ გოგებაშვილის დედაენა, რაც ისტორიული მოვლენაა. ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გორის მერიას, 35 წლის მანძილზე სკოლას დამახინჯებული გარეფასადი ჰქონდა, თუმცა წელს სრულიად განახლებულ გარემოში შევძელით ჩვენი მოსწავლეებისა და რაც მთვარია პირველკლასელების მიღება “, – ამბობს ზურაბ ქარელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები