,,ბათუმის ნავთობტერმინალი“ 7 ახალი რეზერვუარის მოწყობას გეგმავს

შპს “ბათუმის ნავთობტერმინალი” 7 ახალი საცავი რეზერვუარის მოწყობას გეგმავს. ასევე იგეგმება ბათუმის საზღვაო ნავსადგურის უნაპირო ნავმისადგომის გემსაბმელის რეკონსტრუქციაც, რათა უზრუნველყოს 10 ათასი ტონა ტევადობის გათხევადებული ნახშირწყალბადოვანი აირების ტანკერების მიღება და სატვირთო ოპერაციების ჩატარება. გაყვანილი იქნება ტანკერებში გათხევადებული აირების გადასატვირთი მოტივტივე შლანგები. აირების ახალ საცავებსა და უნაპირო ნავმისადგომს შორის დამონტაჟდება ახალი მილსადენები. პროექტის განხორციელებით წელიწადში 600 ათას ტონამდე თხევადი გაზის გადატვირთვა მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები