გიორგი შენგელიამ ცაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი შენგელიამ და მერის მოადგილემ, კონსტანტინე კაკავამ ცაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული სასათბურე მეურნეობა დაათვალიერეს.
9 ჰექტარზე გაშენებულ კიტრისა და პომიდვრის სათბურებში 2500-3000 ტონამდე მოსავალი მოდის, რომლის 90% უცხოეთში ექსპორტზე  ბრენდით “გენაცვალე” გადის.

“ცაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში, სასათბურე მეურნეობას საქართველოში STIMOR Associates-ის წარმომადგენლობა ხელმძღვანელობს. ეს არის ერთ-ერთი მსხვილი კომპანია, რომელიც ოპერირებს ჩვენს რეგიონში. მუნიციპალიტეტი ყოველთვის მზადაა ხელი შეუწყოს მსგავს კომპანიებს, რომ გაიზარდოს დასაქმებული ადგილობრივების რაოდენობა და ბიზნესმაც შეუფერხებლად განახორციელოს საქმიანობა”, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.

ცაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ სასათბურე მეურნეობაში 150 ადგილობრივია დასაქმებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები