“ვაზი, ჩემთვის ყველაფერია” – ტვიშელი მირანდას ღვინო ჰააგაში გამოფენაზე მოხვდა

ვაზის სიყვარული წინაპრებისგან მოსდგამს. ქუთაისში მშობლებთან და ძმასთან ერთად ცხოვრობდა. ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ტვიშში მოხუცი ბებიის მოსავლელად ასულმა, გააცნობიერა, რომ შეეძლო უფრო კარგი საქმე გაეკეთებინა და სოფელში დარჩენა გადაწყვიტა.
სოფლის ახალგაზრდებმა  „ცოლიკაურის“ სანერგე მეურნეობის კეთება დაიწყეს, მირანდამაც გამოთქვა სურვილი და მალე ეს წამოწყება არასამთავრობო ორგანიზაცია USAID-მა​ 100 000 ლარით დააფინანსა. როცა გაწეული შრომის ანაზღაურება უნდა მიეღო, ფულს ვაზის ნერგები ამჯობინა – “მალე დამეხარჯებოდაო”  და დამოუკიდებლად გააგრძელა მევენახეობა – სანერგეც გააკეთა, ღვინოც დააყენა და ცოდნაც გაიღრმავა.

​წელს მირანდა გაეროს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ფონდმა და საქართველოში ამ ორგანიზაციის წარმომადგენლობამ – „საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ“ 6 300 ლარის გრანტით დააფინანსა. ამ თანხაში ღვინის ჭურჭლის, ელექტრო გადამამუშავებლის, ღვინის ჩამოსასხმელი აპარატის და ფილტრის შეძენა სურს.

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ მირანდას მხარდაჭერისა და წახალისების სურვილი გამოთქვა და 2019 წლის მაისის ბოლოს ჰოლანდიაში გამოფენაზე მიწვეული მირანდა ჩხეტიანის მგზავრობისა და სასტუმროს ხარჯები 1500 ლარით დააფინანსა. ტვიშის „ცოლიკაური“ ჰააგაში, საქართველოს საელჩოშიც მოხვდა გამოფენაზე, სადაც მოწვეული იყვნენ მსოფლიოდან ცნობილი სომელიეები, ღვინის მაღაზიების მფლობელები და ჟურნალისტები. გამოფენაში 12 ქართველი მეღვინე მონაწილეობდა, ერთ-ერთს უკვე შეეხმიანენ მაღაზიის მფლობელები ჰააგიდან, ტვიშელი მეღვინე, კი იმედს არ კარგავს, რომ მისი ღვინითაც დაინტერესდებიან.
წელს 3 ტონამდე ყურძენს ელის,გაფართოებასაც გეგმავს,ნერგების გაყიდვასაც.
„კარგი ღვინის გასაღეება არასდროს არ ჭირსო“,გრანტის თანხით შეძენილი საჭირო დანადგარები  მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს შრომას და ხარისხიც უკეთესი ექნება

კითხვაზე – რა არის მისთვის ვაზი – დაუფიქრებლად გვპასუხობს – “ვაზი, ჩემთვის ყველაფერია”.

მარინე სვანიძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები