„პატრიოტთა ალიანსი“ ამერიკის საელჩოსთან საპროტესტო აქციას მართავს

ამერიკის საელჩოსთან „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები და მათი მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ. ​აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი წარმომადგენელი – დევიდ კრამერი პერსონა „ნონ გრატად“ გამოცხადდეს. საპროტესტო აქციის მონაწილეებს გადაკეტილი აქვთ გზა.
ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.
ორგანიზატორები აცხადებენ, რომ აქცია მშვიდობიანია.
ცნობისათვის, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც თბილისში, სასტუმრო „რუმსში“ 10 სექტემბერს გაიმართა, „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთ ლიდერს, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერ ირმა ინაშვილსა და ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწე დევიდ კრამერს შორის შელაპარაკება მოხდა. კონფერენციაზე, ტელეკომპანია „ობიექტივის“ გადამღებ ჯგუფთან ერთად, ირმა ინაშვილი მივიდა. ცოტა ხნის შემდეგ, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერთან დევიდ კრამერი მივიდა, რომელმაც ჟურნალისტებსა და ინაშვილს მოუწოდა, შენობიდან გასულიყვნენ, რის შემდეგაც კრამერსა და ინაშვილს შორის დაპირისპირება მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები