ახალციხეში კონსტიტუციური კანონის პროექტის საჯარო განხილვა მიმდინარეობს

ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საჯარო განხილვა მიმდინარეობს. კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვას 200-ზე მეტი ადგილობრივი ესწრება.

საკონსტიტუციო კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაში საქართველოს მთავრობის დეპუტატები: არჩილ თალაკვაძე, გია ჟორჟოლიანი, გია კოპაძე,  ზაზა გაბუნია, გიორგი ხატიძე, სამველ მანუკიანი მონაწილეობენ. განხილვაზე ასევე იმყოფებიან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია პარლამენტის 3 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე შეიქმნა. მას მხარი 118-მა დეპუტატმა დაუჭირა.
კომისიის შემადგენლობაში არიან: პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე; პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი; ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი, ვიცე-სპიკერი სერგი კაპანაძე; იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი; ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე; ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ კახიძე; დეპუტატები – ირაკლი კობახიძე, თინათინ ბოკუჩავა, ხათუნა გოგორიშვილი, ლევან კობერიძე, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლები – თენგიზ შარმანაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი.

აღნიშნული კომისია იმსჯელებს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ეხება. საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა ქვეყნის მასშტაბით 11 ლოკაციაზე მოხდება. მათ შორის იქნება თბილისი და რეგიონები.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები