ნიკოლოზ ანთაძე: ბედიის მონასტერში არსებული პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ოკუპანტზე ზეწოლის გააქტიურება

ოკუპირებული აფხაზეთის  ტერიტორიაზე არსებულ ბედიის მონასტერთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს კულტურული მემკვიდრეობის და ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ეხმაურება. ნიკოლოზ ანთიძის განცხადებით, ტერიტორიზე წირვა ლოცვა არალეგიტიმურად მიმდინრეობს. მისივე თქმით, გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს ხარაჩო, რომელიც მონასტერში შარშანაც იყო, რაც ნიშნავს, რომ ტერიტორიაზე გარკვეული არალეგიტიმური სამუშაოების ჩატარების სურვილი კვლავ არსებობს.
“მხოლოდ ერთადერთი გამოსავალი არსებობს ამ პრობლემების მოგვარების – საერთაშორისო ორგანიზაციებმა უნდა გააქტიურონ ქმედებები და ზეწოლა ოკუპანტებზე, რათა მოხდეს ერთობლივი მონიტორინგის ჩატარება. ჩვენ არ გვაქვს სრულყოფილი ინფორმაცია თუ რა მდგომარებაა ადგილზე, სწორედ ამიტომ საქმეში უფრო უნდა იაქტიუროს ჩვენმა პარტნიორმა ორგანიზაციბმა”, – ამბობს ანთაძე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მედიაში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს თუ რა მდგომარეობაშია ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, ტყვარჩელში მდებარე ბედიის ტაძარი.  ბედიის ისტორიული ტაძარი განადგურების პირასაა,  მე-10 საუკუნის კომპლექსის  ტაძრის კედლები თითქმის სრულად დაზიანებულია. განადგურებულია უნიკალური ფრესკები. ტაძარს ვანდალიზმის ფაქტებიც ეტყობა, ღვთისმშობლისა და სხვა ფრესკებზე რუსული წარწერები იკითხება, ასევე აყრილია ტაძრის იატაკი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები