რუსთავში ხანძარი იმ შენობაში გაჩნდა, სადაც ცეკვის სტუდია იყო განთავსებული

ფოტო არ ასახავს რეალობას

რუსთავში, XII მიკრორაიონში, ხანძარი იმ შენობაში გაჩნდა, სადაც ცეკვის სტუდია იყო განთავსებული. დარბაზის დიდი ნაწილი დაიწვა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი.​
​წინასწარი ვერსიით, ცეცხლი ელექტროსადენებს გაუჩნდა და შემდეგ შენობის სახურავზე გავრცელდა.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები