მერიაში აცხადებენ, რომ ვაკეში დაღუპული მუშა მუნიციპალიტეტის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებული არ ყოფილა

დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ ჭავჭავაძის გამზირზე გარდაცვლილი მუშა სამუშაოებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დაკვეთით ასრულებდა, უშუალოდ უნივერსიტეტის წინ და მას გამზირის რეაბილიტაციასთან კავშირი არ აქვს.

დაღუპულის ცხედარი მაშველებმა უკვე ამოიყვანეს. ადგილზე საპატრულო პოლიცია, სამაშველო სამსახური და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

ცნობისათვის, უბედური შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. როგორც ირკვევა, ტერიტორიაზე მიწა ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა. მიწის მასის ქვეშ მოყოლილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შემთხვევა ჭავჭავაძის 32 ნომერში მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები