ბაღდათის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს ინიციატივით, ზანდა იოსელიანის საღამო გაიმართა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს ინიციატივით, ვლადიმერ მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმის საექსპოზიციო დარბაზში მსახიობ ზანდა იოსელიანის საღამო გაიმართა.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ღონისძიებას ზანდა იოსელიანი ოჯახთნ, მეგობრებთნ და კოლეგებთნ და ერთად დაესწრო. მსახიობი წარმოშობით ბაღდათიდანაა და მუნიციპალიტეტში მისი სამსახიობო მოღვაწეობისადმი მიძღვნილი ღონისძიება პირველად გაიმართა, სადაც საუბარი ზანდა იოსელიანის როგორც თეატრის, ასევე კინომოღვაწეობას შეეხო.

საღამო ემოციურად დატვირთული იყო, როგორც მსახიობისთვის, ასევე, დამსწრე აუდიტორიისთვის, წლების შემდეგ ზანდა იოსელიანი კლასელებს, ბავშვობის მეგობრებს და იმ ადამიანებს შეხვდა, რომლებთან ერთადაც სოფელ ფერსათში უამრავი ბედნიერი დღე გაუტარებია.

ღონისძიების დასასრულს, მსახიობმა ბაღდათთან დაკავშირებული წლები გაიხსენა, მაიაკოვსკის ლექსები წაიკითხა და ღონისძიების ორგანიზატორებს გახსენებისა და მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. .

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები