დაბა სურამის გენგეგმის შემუშავებაზე კონკურსი გამოცხადდა

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოტანილ საკითხებს შორის ერთ-ერთი თემა დაბა სურამის გენგეგმის შემუშავება იყო. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, სამინისტრო ტურისტულად მნიშვნელოვანი, პოტენციურად საინტერესო ლოკაციების სივრცითი მოწყობის გეგმებს ახორციელებს, რაც ამ ტერიტორიებისთვის ახალი ფუნქციების მოძიებასა და არსებული ფუნქციების აღდგენას გულისხმობს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დაბა სურამის საკურორტო ფუნქციის განვითარების მიზნით, ქალაქთმშენებლობითი გეგმების შესამუშავებლად საპროექტო მომსახურების მიმწოდებლის შესარჩევ კონკურსს აცხადებს.

“ეს ძალიან მნიშვნელოვანია მათ ტერიტორიებზე განაშენიანების ისეთი სახის რეგულირებისთვის, რომელიც მოსახლეობას საშუალებას მისცემს, იქ სრულფასოვანი საერთაშორისო სტანდარტების მქონე კურორტები ჩამოყალიბდეს. ამასთან, განვითaრების გეგმების შესაბამისად სამინისტრო დონორების დახმარებით და სახელმწიფო ბიუჯეტით უკვე ახორციელებს იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც საჭიროა ასეთი სახის კურორტად ჩამოყალიბებისთვის“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები