სალომე ზურაბიშვილი თიანეთის მუნიციპალიტეტში ვიზიტის ფარგლებში, პოეტ ტარიელ ხარხელაურს ეწვია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს თიანეთის მუნიციპალიტეტს ესტუმრა.

სოფელ ჯიღაურაში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და საბადურების ტყის დათვალიერების შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრა.

პრეზიდენტი თიანეთში პოეტ ტარიელ ხარხელაურს ეწვია და ქართველი ქალი პოეტების კონკურსს ,,ხვარამზეობას” დაესწრო.

,,ხვარამზეობა”, ჯერ როგორც როგორც სახალხო დღესასწაული, შემდეგ კი – ქალთა ლიტერატუტული კონკურსი 2010 წლიდან ტარდება და მეთვრამეტე საუკუნის ცნობილი ფშაველი მელექსე ქალის, სამუკათ ხვარამზის სახელს ატარებს, რომელიც პირველი ფემინისტი ქალი იყო მთაში.

,,ხვარამზეობის“ იდეის ავტორი ხევსური მომღერალი თეონა ქუმსიაშვილია, რომელმაც აღნიშნული იდეა გარდაცვალებამდე გაანდო მეგობრებს.

პრეზიდენტმა რეგიონში სტუმრობისას დაათვალიერა ასევე მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმი.

საქართველოს პრეზიდენტი თიანეთში დოჭურიშვილების დამბალხაჭოს ოჯახურ საწარმოს ,,მართა ბებოს დამბალხაჭო” ეწვია და დამბალხაჭოს მომზადების პროცესის გაეცნო.  დოჭურიშვილების ოჯახმა პროდუქტის წარმოება სახელმწიფო პროგრამის ხელშეწყობით დაიწყო და დღეს უკვე წაემოების გაფართოებას და აგროტურიზმის მიმართულებით განვითარებას გეგმავენ, რათა დამბალხაჭოს წარმოების პროცესით დაინტერესებულ ადამიანებს უმასპინძლონ.

საქართველოს პრეზიდენტს რგიონში მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, თიანეთის მერმა თამაზ მეჭიაურმა,  სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ და დაცული ტერიტორიების სააგენტოს უფროსმა ვატო ჭელიძემ და უმასპინძლეს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები