ზუგდიდის მერიასთან აქცია “სირცხვილია” იმართება

ზუგდიდში აქცია #სირცხვილიას ადგილობრივი აქტივისტები, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან საპროტესტო აქციას მართავენ და საზოგადოებას 20 სექტემბრის მხარდამჭერ აქციაზე მოსვლისკენ მოუწოდებენ . “ერთად ერთის წინააღმდეგ” ! – ასეთია აქციის სლოგანი.
ადგილზე იმყოფება მოძრაობა “სირცხვილიას” ერთ-ერთი ლიდერი, აქტივისტი გიგა მაქარაშვილიც. როგორც მაქარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მოძრაობა რეგიონებში აპირებს  საპროტესტო აქციებს და ამ ყველაფერს ზუგდიდიდან იწყებს.

“ჩვენ გავდივართ რეგიონებში, ვიწყებთ ბევრ სხვადასხვა ფლანგზე მოძრაობას, რათა 2020 წელს დავასრულოთ რეჟიმი”,- განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები