ბათუმში ზღვამ მკვდარი დელფინი გამორიყა

ბათუმის სანაპიროზე ზღვამ მკვდარი დელფინი გამორიყა. მსგავსი შემთხვევა რამდენჯერმე მაისის თვეში დაფიქსირდა.
როგორც “კვირას” გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა არჩილ გუჩმანიძემ განუცხადა, მათი ინფორმაციით, მიმდინარე წელს ზღვამ 50-ზე მეტი დელფინი გამორიყა.
“მიმდინარე წელს დაფიქსირებულია 50-ზე მეტი მსგავსი შემთხვევა, მონაცემი საგანგაშო არ არის, თუმცა გასულ წელთან შედარებით სტატისტიკა მნიშვნელოვნად გაზრდილია. შესაძლოა, ნაწილი სხვა ქვეყნის წყლებში იყოს დაღუპული და დინებით იყოს შემოტანილი. ასევე, არის ნავიგაციური ტრამვა, სათევზმეურნეო ფაქტორი, ბიოლოგიური სიკვდილი ან ტოქსო-პათოლოგიური ფაქტორი“,- განაცხადა არჩილ გუჩმანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები