ქობულეთის მერმა წარმატებულ აბიტურიენტს უნივერსიტეტში ჩაბარება პირადად მიულოცა

კიდევ ერთი წარმატებული სტუდენტი ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები რომეო კარაპუტაძეა, მან მომავალი სპეციალობის დასაუფლებლად ბევრი იშრომა. ის თბილსის აგრარული უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტის სტუდენტია. ამბობს, რომ მეცნიერება მისთვის სიახლესთან და საინტერესო ექსპერიმენტებთნ ასოცირდება.
,,მიყვარს ეს სფერო, განსაკუთრებით ქიმია. ბაბუამ შემაყვარა, ისიც ქიმიკოსია და ბევრ ცდებს ატარებს, მეც ბავშვობიდან დავინტერესდი და სამომავლო სფეროდ ავირჩიე“-გვიყვება რომეო
რომე ბებიამ და ბაბუამ გაზარდა. მისი მშობლები ათი წელია ემიგრაციაში იმყოფებიან.
,,მინდოდა მათი მოლოდინი გამემართლებინა და მშობლების შრომა დამეფასებინა, არ ვთვლი, რომ განსაკუთრებული რამე გავაკეთე, უბრალოდ იმდენი სითბო წამოვიდა ჩემს მიმართ მშობლების, ბებიისა და ბაბუის, ასევე ახლობლებისგან, რომ შედეგით მეც კმაყოფილი ვარ“-ამბობს რომეო კარაპუტაძე
სტუდენტმა 100%-იანი გრანტი მოიპოვა, თუმცა ეს სწავლის თანხის სრული დაფინანსებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ის თანხა, რაც რომეოს ყოველწლიურად უნივერსიტეტში უნდა ჩაერიცხა, ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ დაუფინანსა.
,,როცა შედეგები ცნობილი გახდა, გავიგე რომ 100%-იანი გრანტი მოვიპოვე. თუმცა, უნივერსიტეტი სადაც ჩავაბარე თავისი ტარიფი აქვს , რომელსაც ჩემი გრანტი ვერ გაწვდებოდა. ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე ოჯახში მესტუმრა და პირადად მომილოცა წარმატება. ამ ყურადღებასთან ერთად ნამდვილად არ ველოდი რაც მან გააკეთა, დარჩენილი თანხა ჩამირიცხა, რათა სწავლაში ხელი არ შემშლოდა, რისთვისაც მადლობელი ვარ და მე უკვე შემიძლია სრულფასოვანი განათლების მიღება“-,,კვირასთან“ საუბრისას დასძინა რომეომ

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები