ბათუმის ერთ-ერთ მარკეტში ნაყიდ შოკოლადში მატლები აღმოაჩინეს

ბათუმის ერთ-ერთ მარკეტში ნაყიდ შოკოლადში მატლები აღმოაჩინეს. ვიდეომასალას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. მომხმარებელი რომელმაც შოკოლადი შეიძინა ამბობს, რომ თითქმის ყველა შოკოლადში ჭია იყო. მან შემთხვევის შესახებ აჭარის ტელევიზიას უამბო
”დაახლოებით 30-მდე შოკოლადი გავხსენი და ყველაში მატლი იყო. ხომ შეიძლება ეს პატარებმაც ჭამონ. უფროსებმა შენიშნეს და შემდეგ ყველა სათითაოდ გავხსენით. გასულ კვირას კი საბავშვო ფაფაში, რომელიც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ერთ-ერთ აფთიაქში შევიძინე მატლი იყო. პროდუქცია საკმაოდ ძვირი ღირს და ის ვადაგასულიც არ ყოფილა”, – ამბობს მომხმარებელი.

როგორც “კვირას” სურსათის ეროვნული სააგენტოში განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, მათთან შეტყობინება არ შესულა. სააგენტოში განმარტავენ, ტომ ყველა რეგისტრირებული სარეალიზაციო ობიექტი შესაბამისად მოწმდება.
მოქალაქეებს კი შეუძლიათ მსგავსი ფაქტების დროს 15 01-ზე დარეკონ და ფაქტის შესახებ მაკონტროლებელ ორგანოს აცნობონ.

 

ფოტო: აჭარის ტელევიზია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები