სამეგრელო–ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

სამეგრელო–ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლუდუკ (ნუკრი) ხასიამ, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის თანამშრომელთან ნუგზარ ცანავასთან ერთად მარტვილის მუნიციპალიტეტის დიდი ჭყონის №1 და თამაკონის საჯარო სკოლები, ასევე დოშაყეში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
როგორც “კვირას” მარტვილის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, დიდი ჭყონის №1 საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია საკლასო ოთახებს ჩაუტარდა, მოეწყო ხის იატაკი და კარები, ასევე კედლები და ჭერი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სპორტ დარბაზის მოწყობის სამუშაოები.
თამაკონის საჯარო სკოლაში სველი წერტილების მოწყობის სამუშაოები განხორციელდა. პროექტის ღირებულებამ 34 155 ლარი შეადგინა. მარტვილის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების რეაბილიტაციის სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.
დოშაყესა და დიდი ჭყონის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში დაიგება 4 000 მეტრი ასფალტობეტონის და ცემენტობეტონის საფარი. პროექტი ითვალისწინებს წყალსაწრეტი მილების, რკინა-ბეტონის და ბუნებრივი კიუვეტების, მონოლითური რკინა-ბეტონის საყრდენი კედლების მოწყობასაც. სამშენებლო სამუშაოებს შპს „საგზაო“ ასრულებს. პროექტი გარდამავალია და 2020 წლის მარტში დასრულდება.
დოშაყესა და დიდი ჭყონის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები