მარტვილში პროექტი – „მომავლის მარტვილი“ ხორციელდება

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, პროექტი – „მომავლის მარტვილი“ ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, დღეს, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები აბიტურიენტებს, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შეხვდნენ.

როგორც “კვირას” მარტვილის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, შეხვედრას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა, მერის მოადგილე აკაკი ხუნწელია, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი პაშა გულორდავა, კულტურის სამსახურის თანამშრომლები, საკრებულოს წევრები, ექიმები, პედაგოგები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ყურადღება პროფესიის სწორად არჩევის მნიშვნელობაზე გამახვილდა. უფროსმა თაობამ ახალგაზრდებს თავისი გამოცდილება გაუზიარა, ისაუბრეს სხვადასხვა პროფესიაზე. შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში წარიმართა.

პროექტის მიზანია აბიტურიენტების, სტუდენტებისა და დასაქმებული ახალგაზრდების გაცნობა, დაახლოება, აზრებისა და გამოცდილების გაზიარება, ახალგაზრდებისათვის შესაძლებლობების მიცემა, თავიანთი იდეები, სურვილები და შესაძლებლობები უფრო ფართო საზოგადოების წინაშე გააჟღერონ

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები