ახალციხელმა მოსწავლეებმა წიგნის კითხვის კონკურსში გაიმარჯვეს

წიგნის ინგლისურად კითხვის კონკურსში ახალციხელმა მოსწავლეებმა პირველი და მეორე ადგილები დაიკავეს. კონკურსში  საქართველოს მასშტაბით, 75 მოსწავლე მონაწილეობდა. “Get Caught Reading – Sakartvelo” – ასე ჰქვია კონკურსს, რომლის მიზანიც მოზარდების წიგნის კითხვით დაინტერესებაა.

კონკურსის დაჯილდოების ცერემონია თბილისში,  ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში გაიმართა. მასში ახალციხიდან პირველი ადგილი ლიკა ჩიგოგიამ, მეორე ადგილი კი ანანო გიგოლაშვილმა აიღო. ერთ–ერთი კომპანიის ფავორიტი გახდა ზურა ბერიძე.

“Get Caught Reading” ამერიკული კონკურსია. იგი ევროპის რამდენიმე ქვეყანაში იმართება. მას საქართველოში, ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით, “ინგლისური ენის ინტეგრირებული ცენტრი” ახორციელებს.

კონკურსში საქართველოდან სულ 75 მოსწავლე იყო ჩართული. ახალციხის გარდა, მონაწილეობდნენ მოზარდები თბილისიდან, ბათუმიდან, ქუთაისიდან, ქარელიდან და ადიგენიდან.

საბოლოოდ, გამარჯვებულები ხუთ ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლინდნენ: მეორე–მესამე კლასები, მეოთხე–მეხუთე კლასები, მეექვსე–მეშვიდე კლასები, მერვე–მეცხრე კლასები, მეათე–მეთერთმეტე–მეთორმეტე კლასები.

კონკურსში ახალციხიდან “M&S language centre”–ის ცხრა მოსწავლე მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები