ლაფანყურში ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთი ადამიანი გარდაიცვალა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში მომხდარ ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ერთი კი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მოძრავი მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი გზიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც ამობრუნდა.

როგორც “რეგიონულ კვირას” შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276 მუხლით დაიწყო, რაც  ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა გულისხმობს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები