ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი მამაკაცი დაშავდა

ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე მსუბუქი ავტომანქანა და მოტოციკლი ერთმანეთს შეეჯახნენ, რის შედეგადაც მოტოციკლის მძღოლი და მგზავრი დაშავდნენ.
დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა.
როგორც “კვირას” ზუგდიდის რეფერალური ჰოსპოტალის კლინიკურმა დირექტორმა სულხან ორჟონიამ განუცხადა, დაშავებულებს ამ ეტაპზე შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ.
“კლინიკაში ორი ახალგაზრდა არის შემოყვანილი, იმყოფებიან გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში, ამჟამად ორივე პაციენტს უტარდებათ შესაბამისი კვლევები და მკურნალობა“ – აღნიშნა სულხან ორჟონიამ.
მომხდართან დაკავშირებით, შს სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც  ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობ, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები