ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა
ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. რუსთაველის ქუჩაზე ერთმანეთს „მერსედესისა“ და „ოპელის“ მარკის მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ.
შემთხვევის შედეგად სუბუქად დაშავდა ორივე ავტომობილის მძღოლი. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც შს სამინისტროში “კვირას” განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე- 2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.