კასპში სავალუტო ჯიხურის ძარცვის ფაქტზე 25 წლამდე ახალგაზრდა დააკავეს

კასპში გუშინ მომხდარი სავალუტო ჯიხურის ძარცვის საქმე გახსნილია. როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, დაკავებულია 25 წლამდე ახალგაზრდა მამაკაცი. რაც შეეხება, მეორე ეჭვმიტანილს, როგორც უწყებაში განაცხადეს, იგი იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს შესაბამისი სამძებრო ღონისძიებები.

​საქმეზე გამოძიება სსკ 178 მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ძარცვას გულისხმობს და თავისუფლების აღკვეთას 3-5 წლამდე ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები