“ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა უნდა იმუშაოს საკუთარ თავზე”- შშმ ნინო ჯანაშია ქუთაისში ადაპტირებული გარემოსა და პრობლემების შესახებ

ქუთაისში, ისევე როგორც საქართველოს ბევრ ქალაქსა და სოფელში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის გარემოს ადაპტირება ამ დრომდე, მწვავე საკითხად რჩება. საზოგადოებრივი ობიექტების დიდ ნაწილს არ აქვს პანდუსი, რათა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანმა, სხვისი დახმარების გარეშე მოახერხოს გადაადგილება.
ნინო ჯანაშია ერთ-ერთია იმ ადამიანებიდან, ვისაც ეს პრობლემა პირადად  ეხება. მისი ამბავი ბავშვობიდან იწყება, როგორც ნინო “კვირას” უყვება, დაბადებიდან ჰქონდა  პრობლემები, მაგრამ არასწორი მკურნალობის შედეგად მდგომარეობა გაურთულდა. წლების განმავლობაში მკურნალობის კურსს გადიოდა, მანამდე ეტლით სარგებლობდა და მკურნალობის შედეგად შესაძლებელი გახდა,  რომ ყავარჯნებზე გადასულიყო. აღნიშნულს ნინო ცხოვრებაში დიდ გამარჯვებად თვლის.
ნინო ჯანაშია აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს, პროფესიიით ფინანსისტია, გაწევრიანებულია ორგანიზაცია “მოწყალებაში”. ცდილობს აქტიური ცხოვრებით იცხოვროს და საინტერესო საქმით დაკავდეს.


“ხშირად ვიკრიბებით, დავდივართ ექსკურსიებზე. მერია გვაფინანსებს. გვაქვს მათი მხარდაჭერა. არის იმედი,  დაპირებები, რომ იქნება ადაპტირებულ ტრანსპორტიც. გაეროს კონვენციის გამო, შშმ პირებს მთელს მსოფლიოში დიდი ყურადღება ექცევა. მთვარობა აკონტროლებს, რომ ყველა ახალ შენობას ჰქონდეს პანდუსი”,-ამბობს ნინო ჯანაშია.
ნინო ჯანაშია ხელსაქმითაც არის დაკავებული. ქარგავს ტილოზე, უკვე ბევრი საინტერესო ნამუშევარიც აქვს და პერსონალური გამოფენისთვისაც ემზადება. აღნიშნავს იმასაც, რომ ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა უნდა იმუშაოს საკუთარ თავზე, რათა მეტად წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები და აქტიურები გახდნენ. თუმცა ამბობს, რომ სასიკეთო ძვრების მიუხედავად, ეს ჯერ კიდევ არ არის საკმარისი, იმისათვის, რომ  ყველგან დამოუკიდებლად გადაადგილდეს.

როგორ მუშაობს აღნიშნულ საკითხზე ქუთაისის მერია ამის გასარკვევად “კვირა” ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილეს, მირზა ხიდაშელს გაესაუბრა. ხიდაშელის თქმით, ნებისმიერი პროექტის შესყიდვამდე მერიის აუცილებელი მოთხვნაა, რომ იგი მაქსიმალურად იყოს ადაპტირებული.

“2018 წლიდან მას შემდეგ, რაც ჩვენ ვართ ინფრასტრუქტურის სამსახურში ვართ, ყველა პროექტს ,რასაც ვყიდულობთ საგზაო ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, აუცილებლად ვითხოვთ იყოს მაქსიმალურად ადაპტირებული.  ამ ეტაპზე ვმუშაობთ ქალაქის ცენტრალურ, ძველ  ნაწილში, სადაც ადაპტირების კუთხით სტანდარტების დაცვა ფიზიკურად შეუძლებელია, რადგან საქმე ეხება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს და ჩვენი შეხედულემისამებრ ვერ შევცვლით. ვცდილობთ შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის ტროტუარებზე გადაადგილება შესაძლებელი იყოს. თითქმის ყველა გადასასვლელზე შეუძლია ეტლით მოსარგებლეს გადასვლა“,-განაცხადა მირზა ხიდაშელმა.

 

ლიკა კაკუშაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები