საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქობულეთში საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნაზე მუშაობას დაიწყებს

ქობულეთში საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნაზე სოფელ კვირიკედან ქობულეთი-ბათუმის ცენტრალურ მაგისტრალზე საავტომობილო ასასვლელის მოწყობის შესახებ, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მუშაობას დაიწყებს. ამის შესახებ, “კვირას” უწყებაში განუცხადეს.

“აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს საგზაო დეპარტამენტში პროექტის შესწავლა მიმდინარეობს. შესწავლის შემდეგ, თუ დოკუმენტი საშუალებას მისცემს ავტობანზე გასასვლელი დაემატოს, ამ შემთხვევაში საგზაო დეპარტამენტი პრობლემის მოსაგვარებლად სამუშაოებს დაიწყებს”,- განაცხადეს გზების დეპარტამენტში.

​ქობულეთში საპროტესტო აქციაზე ათი სოფლის მოსახლეობამ 500-მდე ავტომობილით გზა გადაკეტა. აქციის მონაწილეები სოფელ კვირიკედან ქობულეთი-ბათუმის ცენტრალურ მაგისტრალზე საავტომობილო ასასვლელს მოითხოვდნენ. უფლებადამცველი თამაზ ბაკურაძის განცხადებით, ადგილობრივებისთვის აღნიშნული საკითხი მნიშვნელოვანია, რადგან ავტობანზე გასასვლელის არ ქონის გამო გრძელი გზის გავლა უწევთ.

“აქ მცხოვრებლებს ბათუმში გადაადგილება ხშირად უწევთ, თუმცა იმის გამო, რომ კვირიკედან ავტობანზე გადასასვლელი არ არის მოწყობილი, შორი მანძილის გავლა უხდებათ, რაც მათთვის დისკომფორტს წარმოადგენს. მივმართავთ ხელისუფლებასა და საგზაო დეპარტამენტს, რომ აღდგეს პირვანდელი პროექტი რომელიც ითვალისწინებდა ავტობანზე ასასვლელს ბათუმის მიმართულებით”,- განაცხადა თამაზ ბაკურაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები