ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტი ზღვაში დაიხრჩო
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტი გენადი ოსიპოვი ზღვაში დაიხრჩო.
შემთხვევა 9 სექტემბერს მოხდა, თუმცა გვამის იდენტიფიცირება მხოლოდ 12 სექტემბერს მოხერხდა.
როგორც მედიას განუცხადეს, ოსიპოვის ძმამ მილიციას მიმართა. ნაპირზე კი დაღუპულის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა იპოვეს.
აღმოჩნდა, რომ ძმები ოსიპოვები ოკუპირებულ აფხაზეთში 4 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ.