ბოლნისის მუნიციპალიტეტში 7 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა

საერთაშორისო მნიშვნელობის ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზაზე 7 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რეაბილიტირებული მონაკვეთი ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, იწყება მდ. მაშავერას ხეობაში, გადის სოფლებს: ქვეში, ჯავშანიანი, კიანეთი და კაზრეთის გადასახვევზე სრულდება. პროექტის შესაბამისად გზის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა: დაიგო ცემენტ-ბეტონის საფარი და რეაბილიტირდა არსებული ხიდი; მოეწყო წყალგამტარი მილები; ადგილობრივ გზებთან მიერთებები; მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები და საგზაო ნიშნები. ასევე, მოეწყო ავტოპავილიონი და ავტობუსის გაჩერებები და განხორციელდა გზის სავალი ნაწილის მონიშვნა. ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის გზა სომხეთის რესპუბლიკის საზღვრამდე მიდის და მისი კეთილმოწყობა მინიშვნელოვანია, როგორც სატრანზიტო გადაზიდვებისთვის ასევე, ბოლნისისა და დმანისის ტურისტული ობიექტებამდე კომფორტული გზით მისვლის თვალსაზრისით. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 6 755 811 ლარია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები