სოხუმის ცენტრში სროლა მოხდა
ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმის ცენტრში სროლა მოხდა, რომლის შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა.
როგორც ადგილობრივ მედიას ე.წ. გენპროკურორის თანაშემწემ დაურ ამიჩბამ განუცხადა, ერთ-ერთმა დაშავებულმა მსუბუქი დაზიანება მიიღო, მეორემ ჭრილობა ფეხის არეში.
დამატებითი ინფორმაცია უცნობია, გამოძიება დაწყებულია.