ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა

ქუთაისის შემოსასვლელთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს ოთხი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

“კვირას” ინფორმაციით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამივე მათგანი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპოტრო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები