სოფელ კირბალის მოსახლეობა კვირაცხოვლის სახელობის ტაძრის რესტავრაციას ითხოვს – ეპარქიის პასუხი

გორის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელ კირბალის მოსახლეობა კვირაცხოვლის სახელობის ტაძარში მისვლას და მოლოცვას ვეღარ ახერხებს. მოსახლეობის თქმით, სოფელში მამაო იყო, რომელიც დახმარებას დაჰპირდა მათ, თუმცა ტაძარი  დროის განმავლობაში მეტად ინგრევა და დახმარება არავისგან მიუღიათ. ადგილობრივები სამთავისისა და გორის ეპარქიას თხოვნით მიმართავენ, რომ სოფლის ცენტრში მდებარე კვირაცხოვლის ტაძარი აღადგინონ, რათა შეძლონ ლოცვა.

„იყო მამაო, რომელიც დახმარებას დაგვპირდა, მაგრამ  წლები გადის და დახმარების მოლოდინში, ეს ტაძარი  სულ უფრო და უფრო ინგრევა.  ჩვენს მეუფეს მივმართავთ, რომ დაგვეხმაროს ჩვენც ავაგროვებთ თანხებს, ცოცხალი ძალა აქ ვართ და ერთად ავუშენოთ სოფელს ტაძარი.  შვილებს სალოცავი ადგილი ხომ უნდა ჰქონდეთ, სანთლის დანთება ხომ უნდა შევძლოთ“,- განაცხადა თამაზ პაპიტაშვილმა.

„კვირა“ სამთავისისა და გორის ეპარქიას დაუკავშირდა. მამა გიორგის (კარელიძე) განცხადებით, ეპარქია ამ დრომდე აღნიშნული პრობლემის შესახბ ინფორმაციას არ ფლობდა.

„ეპარქიაში ამ ამბავზე არაფერი ვიცოდით და თუ რომელიმე მამაომ დადო პირობა მოსახლეობის წინაშე, ეპარქიის სახელით არც მაგაზე გვაქვს ინფორმაცია. უახლოეს პერიოდში სასულიერო ყრილობაზე დღის წესრიგში დადგება აღნიშნული საკითხი და აუცილებლად სასიკეთოდ გადაიჭრება“,- განაცხადა მამა გიორგიმ( კარელიძე).

ცნობისთვის, 1990 წელს კვირაცხოვლის ტაძარს ძლიერი მიწისძვრის შედეგად გუმბათი მოეშალა. დროთა განმავლობაში ტაძრის კედლებიც ჩამოიშალა და დღესდღეობით მხოლოდ ფრესკული მონუმენტაციის ნაკვალევი და ლოდებია შემორჩენილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები