მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელო” დააფუძნა

მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელო” დააფუძნა. სახალხო მოძრაობის დაფუძნების ღონისძიება სიმბოლურად ანაკლიაში გაიმართა.
ახალი საზოგადოებრივი პლატფორმა წარმატებულ ეკონომისტებს, იურისტებს, ბიზნესმენებს, მენეჯერებს, მეცნიერებს, შემოქმედებითი ინდუსტრიისა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს აერთიანებს.
მოძრაობის სპიკერი იურისტი ანა ნაცვლიშვილი იქნება.
“ლელოს” ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის წევრი, კახა კოჟორიძეც შეუერთდა. მისი თქმით, დროა ყველა სფეროში მოღვაწე ადამიანმა წარმატებას არა ცალ-ცალკე, არამედ ერთად მიაღწიოს, რათა საქართველოში ძირეული ცვლილებები განხორციელდეს.
“ჩემი აქ ყოფნა ნიშნავს, რომ ვუერთდები ხაზარაძის მოძრაობას და ყველა ის წარმატებული ადამინი, რომელიც წლების განმავლბაში წარმატებლად მოღვაწეობდნენ თავიანთ სფეროებში, ყველა ერთად ვაცნობიერებთ, რომ ცალ-ცალკე წარმატების მიღწევა არ არის საკმარისი, რომ ქვეყანაში მოხდეს ძირეული ცვლილება”, – თქვა კახა კოჟორიძემ  ჟურნალისტებთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები