აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: რუსეთმა რეგიონში მშვიდობას და სტაბილურობას ძირი გამოუთხარა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი მორგან ორტაგუსი “ტვიტერის” მეშვეობით რუსეთს მოუწოდებს შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია.
მისივე თქმით, რუსეთმა რეგიონში მშვიდობას და სტაბილურობას ძირი გამოუთხარა.
„ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის უკანონო ოკუპაცია და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებები. უკანასკნელ ათწლეულში საკუთარი არალეგალური, ბოროტი ქმედებით რუსეთმა რეგიონში მშვიდობას და სტაბილურობას ძირი გამოუთხარა“, – წერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები