რუსთავის მუნიციპალიტეტსა და “მოდუსს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

პროფესიულ კოლეჯ “მოდუსსა” და რუსთავის მუნიციპალიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლების მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა და ,,მოდუსის’’ დირექტორმა, კარლო კერვალიშვილმა მოაწერეს ხელი.

მემორანდუმი ინფორმაციის ტექნოლოგიის მიმართულებით, ახალგაზრდების პროფესიული განათლებისა და უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

ხელმოწერილი შეთანხმებით, რუსთავის მუნიციპალიტეტი და “მოდუსი” მხარს უჭერენ პროფესიული განათლების კუთხით განხორციელებულ სხვადასხვა ინიციატივას, რომელიც ხელს შეუწყობს შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი და კონკურენტუნარიანი კვალიფიციური კადრის მომზადებას.

აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, სამუშაო პრაქტიკა ადგილობრივ მუნიციპალურ სამსახურებში გაიარონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები