როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი

სინოპტიკოსები დღეს და ხვალ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმას და ელჭექს პროგნოზირებენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13-15 სექტემბერს, უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.
ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +25, +30, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +19, +24 გრადუსი დაფიქსირდება.
რაც შეეხება დედაქალაქს, სინოპტიკოსთა პროგნოზით, დღეს მოღრუბლული ამინდი შენარჩუნდება. 12-15 სექტემბერს კი უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +20, +22 გრადუსი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები