“საქართველოს რკინიგზის” დელეგაციამ კრაკოვში გამართულ რიგით მესამე სატრანსპორტო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო

“საქართველოს რკინიგზის” დელეგაციამ პოლონეთის რესპუბლიკის ქალაქ კრაკოვში გამართულ რიგით მესამე სატრანსპორტო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო.
“საქართველოს რკინიგზის” გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა, რომელთა შორის პოლონეთის სამთავრობო უწყებები, მსხვილი ბიზნესის და სექტორის უცხოელი წარმომადგენლები იყვნენ.
როგორც “კვირას” “საქართველოს რკინიგზიდან” აცნობეს, დავით ფერაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე, ისაუბრა ქვეყნის ტერიტორიაზე გამავალ სატრანსპორტო დერეფნებზე და „საქართველოს რკინიგზის” ინიცირებულ სხვადასხვა პროექტებზე.
​კონფერენციის ფარგლებში, „საქართველოს რკინიგზის“ დელეგაციამ ორმხრივი მოლაპარაკებები გამართა PKP LHS-ს წარმომადგენლებთან, ისინი შეჯერდნენ ერთობლივი სამოქმედო გეგმის ევროპა-აზია-ევროპას მარშრუტზე დამატებითი ტვირთების მოზიდვის მიზნით, მათ შორის ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მარშრუტის გამოყენებით.
ქართულმა მხარემ, კონფერენციის მონაწილეებს საქართველო-რუმინეთსა და საქართველო-უკრაინას შორის რეგულარული საფიდერო მიმოსვლის ამოქმედების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რაც კონტეინერების გადაზიდვის ხანგრძლივობას და ღირებულებას შავ ზღვაზე მნიშვნელოვნად შეამცირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები