ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი 152-ე სეზონს მალთეპეს საერთაშორისო ფესტივალზე „კოცნით“ გახსნის

ოზურგეთის თეატრი ახალ, 152-ე სეზონს თურქეთში, სტამბულში, მალთეპეს საერთაშორისო ფესტივალზე ანა პეტროვასა და ნევენა მიტევას სპექტაკლით -„კოცნა“ გახსნის.
ოზურგეთის თეატრი ამ ფესტივალში მეორედ მონაწილეობს.
სტამბულის ფესტივალზე ოზურგეთის თეატრის ხელმძღვანელობა შეხვედრებს ქართულ დიასპორასთან, სტამბულის თეატრალურ საზოგადოებასთან, ფესტივალში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის თეატრის წარმომადგენლებსა და მასმედიასთან გეგმავს.
აღსანიშნავია, რომ სპექტაკლი „კოცნა“ გაზაფხულზე წარმატებით იქნა ნაჩვენები საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალებზე ბულგარეთსა და უკრაინაში, სადაც დიდი აღიარება ხვდა წილად მსახიობ თამარ მდინარაძეს – ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისათვის.
სპექტაკლი თანამდეროვე ბულგარელი დრამატურგის ანა პეტროვას პიესის მიხედვით დაიდგა, რეჟისორი ასევე ბულგარელი ნევენა მიტევაა.
ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ვასო ჩიგოგიძის ინფორმაციით სპექტაკლი ოზურგეთის თეატრისათვის უჩვეულოა.
„ეს სპექტაკლი სპეციალურად შეიქმნა ბულგარეთის ქალაქ შუმენის ბულგარული დრამატურგიის ფესტივალისათვის. სპექტაკლი ჩვენი თეატრისათვის არის უჩვეულო, თამამი ფორმა. გახლავთ დრამატული კომედია მარტოობის, თაობების გაუცხოვების თემაზე. ნაჩვენებია დღვანდელი, თანამედროვე ცხოვრება”, – ამბობს ვასო ჩიგოგიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები