ყანდაურაში ოჯახის წევრების საზარელი მკვლელობის საქმეზე დაკავებული 85 წლის ომარ გამყრელიძე სასამართლომ გაათავისუფლა

თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, სოფელ ყანდაურაში 5 ადამიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული 85 წლის ომარ გამყრელიძე, რომელიც ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფებოდა, 2000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.
რაც შეეხება აღნიშნულ საქმეზე კიდევ ერთ დაკავებულს, ომარ გამყრელიძის შვილიშვილს, მას მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიება-პატიმრობა ძალაში დაუტოვა.
ყანდაურაში საზარელი მკვლელობა მიმდინარე წლის მაისში მოხდა. თავდაპირველად შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 85 წლის ომარ გამყრელიძემ ცეცხლსასროლი იარაღით შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა, ავადმყოფი მეუღლე კი დაჭრა, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა.
გამყრელიძე დააკავეს და სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ივლისში ომარ გამყრელიძეს ბრალი დაუზუსტდა – სახელმწიფო ბრალდება 85 წლის ომარ გამყრელიძეს მკვლელობაში დახმარებას, ხოლო მის შვილიშვილს საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა – შენახვას ედავება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები