გორის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით 10 შშმ პირი კურორტ ციხისძირში 10 დღეს გაატარებს

გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და “საქართველოს უსინათლოთა კავშირს” შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები 10 შშმ პირი კურორტ ციხისძირში დასასვენებლად გაემგზავრა. შშმ პირებს (მხედველობის მხრივ), რომლებსაც პერსონალური დამხმარეები ახლავთ თან, რეკრეაციის, რეაბილიტაციის, ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაჯანსაღებისთვის საკურორტო ზონაში 10 დღეს გაატარებენ.

პროექტისთვის გორის მერიის სოციალური პროექტების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში,  7800 ლარი გამოიყო და აქედან მერიის თანხობრივი წილი 5460 ლარია.

გორის მუნიციპალიტეტის მერის კონსტანტინე თავზარაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია შშმ პირებს სახელმწიფოს მხრიდან ყურადღება ექცეოდეთ.

“მსგავსი პროექტები აუცილებელია, რათა სახელმწიფომ შშმ პირებისთვის მიმართ განსაკუთრებული მზრუნველობა გამოიჩინა. ეს მეორე ნაკადია შშმ პირების, რაც შეეხება პირველ ნაკადს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით, ისინი მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში ასევე იყვნენ ზღვისპირეთში დასასვენებლად. აქტიურად გავაგრძელებთ მსგავსი სახის პროექტებში ჩვენს ჩართულობას, იმედს მაქვს, რომ აღნიშნული პროექტი მომავალ წელს ბევრად უფრო მასშტაბური იქნება, ვიდრე წელს იყო”,- განაცხადა თავზარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები