ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცესკომ ე.წ. არჩევნებში გამარჯვებულად რაულ ხაჯიმბა გამოაცხადა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცესკოს თავმჯდომარემ დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები ჩატარებულად გამოაცხადა.
მისი თქმით, „არჩევნების წინასწარი მონაცემით რაულ ხაჯიმბამ ხმათა – 47,38%, ხოლო ალხას კვიწინიამ – 46,19% მიიღო“.
ამის შესახებ თამაზ გოგიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, „არჩევნების საბოლოო შედეგი სამი დღის ვადაში გამოცხადდება“.
ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. არჩევნები 8 სექტემბერს ჩატარდა.
აღსანიშნავია, რომ ოპოზიცია შედეგს არ ეთანხმება და განმეორებითი კენჭისყრის ჩატარებას ითხოვს.