პარლამენტში, სადაც პრემიერობის და მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენენ, “სირცხვილიას” წევრები შესვლას ითხოვენ
პარლამენტში, სადაც პრემიერობის და მინისტრობის კანდიდატებს უნდა მოუსმინონ, აქცია “სირცხვილიას” წევრები შესვლას ითხოვენ.
როგორც ისინი აცხადებენ, მათ საკანონმდებლო ორგანოში შესვლის ლეგიტიმური უფლება აქვთ, თუმცა ადგილზე მობილიზებული პოლიცია ამის საშუალებას არ აძლევს.
“სირცხვილიას” წარმომადგენელის ანა ჭარხალაშვილის განცხადებით, პარლმენტში მათ შესვლა იმ მიზნით სურთ, რომ დეპუტატებსა და მინისტრობის კანდიდატებს კითხვები დაუსვან.
მისივე თქმით, საშვი „სირცხვილიას” 10 წევრზეა დაშვებული და განუმარტეს, რომ საშვთა ბიუროს ხარვეზი აქვს და ამიტომ ვერ შევლენ.