ვაშინგტონში 1979 წლის შემდეგ პირველად, შესაძლოა, აშშ-ის და ირანის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართოს

ვაშინგტონში გაეროს გენერალური ასამბლეის კულუარებში, შესაძლოა, აშშ-ის და ირანის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართოს.
ამის შესახებ სააგენტო Kyodo აშშ-ის მთავრობის წყაროზე დაყრდნობით წერს.
წყაროს ინფორმაციით, შეხვედრის ინიციატორი ამერიკული მხარეა, რომელმაც თეირანს წინადადება საფრანგეთის მეშვეობით გაუგზავნა.
თეირანს ჯერჯერობით პასუხი არ გაუცია.
იმ შემთხვევაში თუ ასეთი შეხვედრა შედგება, ეს იქნება პირველი შეხვედრა 1979 წლის ირანში მომხდარი ისლამური რევოლუციის შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები