ვატო შაქარაშვილი: ხელისუფლება უზანაესი სასამართლოს მოსამართლეებთან დაკავშირებით საზოგადოებას მზაკვრულად ექცევა

ხელისუფლება უზანაესი სასამართლოს მოსამართლეებთან დაკავშირებით საზოგადოებას მზაკვრულად ექცევა, – ამის შესახებ საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ვატო შაქარაშვილი განცხადებას ავრცელებს.

მისი თქმით, გადაწყვიტეს ხმაურიანი სამთავრობო ცვლილებების ფონზე გააპარონ ადეიშვილ-სააკაშვილის ჯალათი მოსამართლეები.

,,გადაწყვიტეს ხმაურიანი სამთავრობო ცვლილებების ფონზე გააპარონ ადეიშვილ-სააკაშვილის ჯალათი მოსამართლეები. საზოგადოების და მედიის ყურადღება ბუნებრივად არის სამთავრობო ცვლილებებზე კონცენტრირებული, მაგრამ რეალურად კი შეუდარებლად უფრო მეტად მნიშვნელოვანია მუდმივი მოსამართლეების განმწესება უმაღლეს ინსტანციაში… ეს მთავრობაც შეიცველება, პრემიერი “კულტურულად” ისევ წავა, ახალი მოვა, პარლამენტსაც გადავირჩევთ, მაგრამ ამასობაში დამნაშავე მოსამართლეები უმტკივნეულოდ სამუდამოდ დაეპატრონებიან სასამარლოს!
დღეს ამ გადაწყვეტილებების მიღების უფლება ანუ საპარლამენტო უმრავლესობა ქართულ ოცნებას მხოლოდ მათემატიკურად შემორჩა, მას აკლია ყველაზე მთავრი ხალხის ლეგიტიმაცია და ნდობა, შესაბამისად ამ შემადგენლობის ქართული ოცნების გადაწყვეტილებები თავშივე მკვდარშობილია და ძალიან მალე აუცილებლად გადაიხედება,-” აცხადებს შაქარაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები