ბრიტანეთში ქართველების დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები დააკავეს, მათ ირლანდიიდან მიგრანტები არალეგალურად გადაჰყავდათ

დიდ ბრიტანეთში ქართველებისგან შემდგარი დანაშაულებრივი დაჯგუფება გამოავლინეს, რომელსაც ირლანდიიდან ბრიტანეთში მიგრანტები ფულის სანაცვლოდ არალეგალურად გადაჰყავდა.
ამის შესახებ “პირველი არხი” ბრიტანულ გამოცემა „დეილი მეილიზე“ დაყრდნობით წერს.
წყაროს ცნობით, დაჯგუფების ლიდერ ი.დ-ს, რომელიც 35 წლისაა, 5 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
მედიასაშუალების ცნობით, მას მიგრნატები, მათ შორის საკუთარი ოჯახის წევრებიც, დუბლინიდან უელსის ქალაქ ჰოლიჰედში ბორანით გადაჰყავდა.
დიდი ბრიტანეთის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში ი.დ-სა და მისი დაჯგუფების დახმარებით არალეგალურად ჩასული სულ მცირე 19 ადამიანი იმყოფება.
დაჯგუფების ლიდერის გარდა, გასამართლებულებია კიდევ ოთხი ქართველი მამაკაცი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები