“მთავარ არხს” საერთო მაუწყებლის ავტორიზაცია მიენიჭა
კომუნიკაციების კომისიამ შპს “მთავარ არხს” სპეციალიზებული გასართობი მაუწყებლობის ნაცვლად საერთო მაუწყებლის ავტორიზაცია მიანიჭა.
კომუნიკაციების კომისიას “მთავარმა არხმა” მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების თხოვნით 26 აგვისტოს მიმართა. როგორც “კვირას” კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან აცნობეს, მათ შეისწავლეს კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რომელიც კანონის მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს და არხი უწყებრივ რეესტრში კერძო საერთო მაუწყებლად გაატარეს.
არხი მაუწყებლობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 9 სექტემბრიდან დაიწყებს. შპს “მთავარი არხი” ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის შესახებ კანონი, მათ შორის კომისიის დადგენილებები, გადაწყვეტილებები და ავტორიზაციის ყველა პირობა.