ვითიბი ბანკი და Visa გათამაშებას იწყებენ

გადაიხადეთ ვითიბი ბანკის Visa ბარათით Apple Pay-ს გამოყენებით და მოიგეთ 2-კაციანი საგზური 2 ღამით საქართველოს საუკეთესო სასტუმროებში.
როგორც “კვირას” ვითიბი ბანკიდან აცნობეს, 4 სექტემბრიდან 12 კვირის განმავლობაში, ვითიბი ბანკის ყველა ტიპის Visa ბარათით და Apple Pay-ს მეშვეობით გადახდა მომგებიანი ხდება. ყოველი კვირის განმავლობაში სამი გამარჯვებული გამოვლინდება, ორი გამარჯვებული ტრანზაქციების რაოდენობის მიხედვით, ხოლო ერთი გატარებული თანხის მოცულობის მიხედვით. სამივე მათგანი დაჯილდოვდება 2-კაციანი საგზურით საქართველოს ტოპ სასტუმროებში, 2 ღამით.
პირველი გამარჯვებულები 15 სექტემბერს გამოვლინდება, ხოლო შემდეგი გამარჯვებულები ყოველი კვირის დასრულებისთანავე, არაუგვიანეს მომდევნო კვირის მეორე სამუშაო დღისა გახდება ცნობილი. გათამაშება გრძელდება 1 დეკემბრამდე.
გათამაშებაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ სრულწლოვან პირს (კანონით გათვალისწინებული პირების და ვითიბი ბანკის თანამშრომლების გარდა), რომელიც არის საქართველოს მოქალაქე და ფლობს ვითიბი ბანკის Visa-ს ბარათს.
გათამაშების პერიოდის განმავლობაში, ყოველ ორშაბათს, ვითიბი ბანკის ვებ გვერდზე, გამოქვეყნდება მონაწილეთა სია შემდეგი მონაცემებით: ბარათის მფლობელის ინიციალები და დაბადების თარიღი; ​გატარებული ტრანზაქციების რაოდენობა და მოცულობა.
დეტალური ინფორმაცია განთავსებულია შემდეგ მისამართზე: https://vtb.ge/ge/about-the-bank/special-offers/33/vitibis-da-vizas-gatamasheba
​R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები