ქეთევან ციხელაშვილი: ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური დიალოგი გაცილებით მასშტაბურია – 2012 წელს ჩვენ ეს ნულოვან ნიშნულზე გადმოვიბარეთ

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, დღეს ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური დიალოგი სხვადასხვა არხებით გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე იყო წინა წლებში კრებითად.
ამის შესახებ ციხელაშვილმა პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
„დღეს ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონტაქტების დიალოგის სხვადასხვა არხები და საერთოდ პროექტები, მათი რიცხვი, სპექტრი არის გაცილებით უფრო დიდი, ვიდრე ყოფილა წინა წლებში კრებითად. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა, აქ ბევრი ფაქტორია, მაგრამ ცალსახად არის ჩვენი თანმიმდევრული და ძალიან მწყობრი სამშვიდობო პოლიტიკის შედეგი ჩართულობისა და შერიგების ნაწილში. მით უფრო, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 2012 წელს ჩვენ ეს ფაქტობრივად ნულოვან ნიშნულზე გადმოვიბარეთ და აქედან ვიწყებდით“,-განაცხადა ციხელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები